ჰოლივუდის მსახიობი შარლიზ ტერონი მსახიობ ერიკ სტოუნსტრიტს ხვდება.
ახლახან შარლიზმა ინტერვიუში აღიარა, რომ იგი მარტოსულია და ცხოვრების თანამგზავრის მოძებნას ვერ ახერხებს. მარტოობის დასაძლევად მან ახალშობილი იშვილა. ახლა კი ქერა ლამაზმანი შეყვარებულია.
37 წლის მსახიობმა შეყვარებული მეგობრებს გააცნო. მსახიობი მასთან ერთად ჰოლივუდის წვეულებებზე დადის. მართალია ტერონის ახალი მამაკაცი არც ისეთი მომხიბვლელია, მაგრამ შერონის გარემოცვის თქმით, იგი უბრალო და კეთილი ადამიანია. შარლიზის რჩეული ამერიკული სერიალის "ამერიკული ოჯახის" ვარსკვლავია. 41 წლის მსახიობი მრავალსერიან ფილმში არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცს თამაშობს. ერიკი ახლახან შეყვარებულს, კეტრინ ტოკაზს დაშორდა, რომელთანაც ბოლო წლებში ცხოვრობდა.
"შარლიზი და ერიკი ერთმანეთს კარგად უგებენ, თავიდან ისინი უბრალოდ მეგობრები იყვნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ შორის გრძნობა გაჩნდა. ერიკი უბრალო, მხიარული ადამიანია და შერლიზი მას აფასებს",- ყვება წყვილის ახლობელი.
ტერონი სამოქალაქო მეუღლეს, მსახიობ სტიუარტ ტაუნსენდს 9-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დასცილდა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.