შერონ სტოუნმა ჩვენებაზე გონება დაკარგა

შერონ სტოუნმა ჩვენებაზე გონება დაკარგა

წუხელ ჰოლივუდის ვარსკვლავმა, შერონ სტოუნმა მილანში მოდის სახლ Fendi-ის ჩვენებაზე გონება დაკარგა. იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ღონისძიებაზე სტოუნი საქველმოქმედო ორგანიზაცია amfAR-ის ხელმძღვანელის რანგში იყო მიწვეული. ორგანიზაცია შიდსის სამკურნალოდ სამეცნიერო კვლევებს ატარებს.

საავადმყოფოში 54 წლის მსახიობს, რომელსაც შაკიკი აწუხებს, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და მალევე გამოწერეს. ექიმების თქმით, სტოუნის ჯანმრთელობა რიგზეა, ხოლო  გონების დაკარგვის მიზეზი დატვირთული სამუშაო გრაფიკი და გადაღლილობა იყო.

2001 წელს მსახიობს ტვინში სისხლი ჩაექცა და მას შემდეგ თავის ტკივილები აწუხებს.

ღონისძიებაზე მსახიობის ფონდმა 1,1 მლნ დოლარი მოაგროვა.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება