ტომ ჰენკსი აბრაამ ლინკოლნის შთამომავალია

ტომ ჰენკსი აბრაამ ლინკოლნის შთამომავალია

მსახიობი ტომ ჰენკსი აშშ-ის რიგით მე-16 პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის შთამომავალია. ტომის მამა, ამოს მეფორდ ჰენკსი შეფ-მზარეული იყო და პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის დედის, ნენსი ჰენკს ლინკოლნის ნათესავი.

ტომი სხვადასხვა ინტერვიუში ხშირად აცხადებდა, რომ ლინკოლნის შორეული ნათესავია. გენიალოგისტებმა უკვე დაადასტურეს, რომ ჰენკსი არ ცრუობს.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეჟისორ სტივენ სპილბერგის ახალ პროექტში "ლინკოლნი" ტომი აბრაამ ლინკოლნს განასახიერებდა, მაგრამ საბოლოოდ, ყოფილი პრეზიდენტის განსახიერების პატივი მსახიობ დენიელ დეი-ლიუისს ერგო. სპილბერგი მაღალ მსახიობს ეძებდა, ამიტომ ჰენკსი დაიწუნეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება