მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პატიმრების წამების ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"სათქმელი აღარ მაქვს, ცხოველი არ მოიქცევა ასე. ეს არის ბარბაროსობა და არაადამიანობა. გიჟივით ვარ, სახელსაც ვერ ვარქმევ ამ ყველაფერს. არ ვიცი, რა ვთქვა.
ჩემი კოლეგების საქციელს, როდესაც ათიათასობით კაცი იყო ფილარმონიასთან შეკრებილი და ისინი ამ დროს "ვერის უბნის მელოდიებში" მონაწილეობდნენ, გამართლება არა აქვს. როდესაც ქვეყანაში ასეთი ტრაგედია ხდება და ასეთი ფაქტები ვრცელდება, უნდა გადაიდოს ყველა კონცერტი და კულტურული ღონისძიება. ახლა კი შეწყდა "ვერის უბნის მელოდიების" წარმოდგენა ფილარმონიაში, მაგრამ თავიდანვე უნდა შეეწყვიტათ", - აცხადებს მომღერალი.