ანჯელინა ჯოლის ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება

ანჯელინა ჯოლის ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება

ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს - ვარსკვლავს სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა.

სექტემბრის შუა რიცხვებში ანჯელინა თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. მსახიობის ვიზიტი მისი, როგორც "გაეროს" კეთილი ნების ელჩის საქველმოქმედო მისიის ფარგლებში განხორციელდა, თუმცა თურქული მედია ჯოლის სტუმრობის სხვა დეტალებსაც ახმაურებს.

ადგილობრივი გამოცემების თანახმად, ანჯელინა ერთ-ერთ სასტუმროში მალულად შეხვდა ცნობილ ქირურგს, იამან ტოკატს და მასთან ღვიძლის გადანერგვის შესახებ ისაუბრა. სავალდებულო ოპერაცია ჯოლის მას შემდეგ დასჭირდა, რაც მსახიობს "C ჰეპატიტის" დიაგნოზი დაუსვეს. ანალიზების შედეგების ნახვის შემდეგ, ექიმმა აღნიშნა, რომ ღვიძლის გადანერგვა აუცილებელია.

ოფიციალური განცხადება ოპერაციასთან დაკავშირებით მსახიობს, ან მის წარმომადგენელს არ გაუკეთებიათ, თუმცა ახლა მთელი მსოფლიო საუბრობს მსახიობის ბედზე, რომელიც მეუღლესთან, ბრედ პიტთან ერთად 6 შვილს ზრდის.

მომზადებულია netquake.net-ის მიხედვით.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს