Green Day-მ სცენაზე სკანდალი მოაწყო

Green Day-მ სცენაზე სკანდალი მოაწყო

ამერიკული პანკ-ჯგუფის Green Day-ს სოლისტი ბილი ჯო არმსტრონგი სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს. ინციდენტი 21 სექტემბერს, ლას-ვეგასში მუსიკალურ ფესტივალ iHeartRadio-ზე მოხდა.

როდესაც ბილიმ შეიტყო, რომ მისი ჯგუფის გამოსვლისთვის გამოყოფილი 45 წუთი კონცერტის ორგანიზატორებმა 20 წუთით შეამცირეს, მუსიკოსმა კონტროლი დაკარგა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ორგანიზატორებმა Green Day-ს დრო რეპერ აშერის სასარგებლოდ შეამცირეს, რომელიც როკ ჯგუფის შემდეგ გამოდიოდა. ამ ფაქტმა ბილი ჯო არმსტრონგი გააღიზიანა, მან სიმღერა შეწყვიტა და მიკროფონში გინება დაიწყო. დაამტვრია ინსტრუმენტებიც.

ინციდენტის ამსახველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. ჯგუფის წევრებმა მათი ლიდერის საქციელის გამო ბოდიში მოიხადეს.

ბილი ჯო არმსტრონგი სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს. მისი წარმომადგენლის თქმით, მუსიკოსმა მკურნალობის კურსი უნდა გაიაროს.

მომზადებულია rbc.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება