ჰელენ მირენს ევროპული კინოაკადემიის საპატიო ჯილდოს გადასცემენ

ჰელენ მირენს ევროპული კინოაკადემიის საპატიო ჯილდოს გადასცემენ

ცნობილ ბრიტანელ მსახიობს, ჰელენ მირენს ევროპული კინოაკადემია საპატიო ჯილდოს კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადასცემს. 

ევროპული კინოაკადემიიის რიგით 25-ე დაჯილდოება 1 დეკემბერს გაიმართება. ჰელენს ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვევენ. ნომინანტი ფილმების სიას ორგანიზაცია ნოემბრის დასაწყისში გაახმაურებს.

67 წლის ჰელენ მირენმა ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მიიღო ბიოგრაფიულ ფილმ "ჰიჩკოკში". ფილმი ალფრედ ჰიჩკოკის ცხოვრების იმ პერიოდზე მოგვითხრობს, როდესაც ის "ფსიქო"-ზე მუშაობდა. ფილმში მთავარი როლი ენტონი ჰოპკინსმა შეასრულა. სურათში მონაწილეობა მიიღეს სკარლეტ იოჰანსონმა და ჯესიკა ბილმა. ფილმი ეკრანებზე 2012 წლის ნოემბერში გამოვა.

მომზადებულია europeanfilmacademy.org-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება