ლედი გაგა ანორექსიის წინააღმდეგ

ლედი გაგა ანორექსიის წინააღმდეგ

ექსცენტრიულმა მომღერალმა ლედი გაგამ Twitter-ში და სოციალურ ქსელ Little Monsters-ში ანორექსიის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. ახლახან მომღერალი წონის მომატებაში დაადანაშაულეს. აღშფოთებულმა ლედი გაგამ განაცხადა, რომ იგი ნორმალურ წონას დაუბრუნდა.

გაგამ Twitter-ში მერლინ მონროს სიტყვები გამოაქვეყნა: "მივმართავ ყველა გოგონას, რომელიც ფიქრობს, რომ მახინჯია, თუ მას ნული ზომა არ აქვს - თქვენ მშვენიერნი ხართ. მახინჯი საზოგადოებაა".

მომღერალმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო განათავსა, რომლებზეც მხოლოდ საცვლები აცვია. ფოტოებს გაგამ "სხეულის რევოლუცია - 2012" დაარქვა და განაცხადა, რომ ბულემია და ანორექსია 15 წელი აწუხებდა.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება