ტომ კრუზმა კამერონ დიასს დაადგა თვალი

ტომ კრუზმა კამერონ დიასს დაადგა თვალი

ტომ კრუზმა კამერონ დიასს დაადგა თვალი. მას შემდეგ, რაც კეტი ჰოლმსს დაშორდა, ტომს სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია და ახლა კამერონიც თავისუფალია.

"ტომი და კამერონი შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს. მაგრამ მსახიობს უნდა, მისთვის მეგობარზე მეტი გახდეს. განქორწინების შემდეგ ტომი თავს ძალიან დამცირებულად გრძნობდა, კამერონი კი მას ამხნევებდა და ძალას მატებდა", - განაცხადა კრუზის მეგობარმა ჟურნალ Grazia-სთან საუბრისას.

კამერონსა და კრუზს ერთად არაერთ პროექტზე უმუშავიათ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული "ვანილის ცაა". "კამერონს უყვარს ტომთან დროის გატარება, თუმცა მას მხოლოდ მეგობარივით უყურებს", - წერს ჟურნალი.

მომზადებულია Grazia-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება