მონიკა ბელუჩი ირანული ფილმის პრემიერაზე

მონიკა ბელუჩი ირანული ფილმის პრემიერაზე

მსახიობმა მონიკა ბელუჩიმ ესპანეთში, სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა. ვარსკვლავს ნაცრისფერი მაქმანებით გაფორმებული ელეგანტური კაბა ეცვა.

კინოფესტივალზე მსახიობმა ირანელი რეჟისორის, ბაჰმად გობადის ახალი ფილმი "Rhino Season" წარადგინა. ფილმში მონიკას პარტნიორობას ირანელი მსახიობი ბეჰროუზ ვოსოუგი და თურქი მსახიობი იილმაზ ერდოღანი უწევენ.

ფილმში ბელუჩი ირანელ ქალს განასახიერებს. სცენარი სიყვარულის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ირანში პოლიტიკური ცვლილებების ფონზე ვითარდება.

მონიკამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასაკის მატებასთან ერთად თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. "დღეს თავს უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე მაშინ, როცა 20 წლის გოგო ვიყავი. უკვე საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და პრობლემების მოგვარებაც ვისწავლე", - განაცხადა მონიკამ.

თავად მონიკას ძარღვებში ირანული სისხლი ჩქეფს. ის მამით ირანელია, დედით - იტალიელი.

ასევე იხილეთ: მონიკა ბელუჩი ირანელი ქალის როლში - ახალი დრამა "Rhinos season"

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება