რუსთაველის თეატრის სცენაზე ბეზრუკოვმა ჰალსტუხი დაღეჭა

რუსთაველის თეატრის სცენაზე ბეზრუკოვმა ჰალსტუხი დაღეჭა

რუსთაველის თეატრში ოლეგ ტაბაკოვის სპექტაკლმა "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება" მაყურებელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ცნობილი რუსი მსახიობის სერგეი ბეზრუკოვის თამაშით მოახდინა, რომელიც მთავარ  გმირს, ეგორ გლუმოვს განასახიერებდა. გლუმოვმა სცენაზე ჰალსტუჰი დაღეჭა.

მავანი სპექტაკლმა შეურაცხყო, მაყურებელთა დიდი ნაწილი კი წარმოდგენით კმაყოფილი დარჩა და მსახიობს დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე წამომდგარი ტაშს უკრავდა.

როდესაც ოლეგ ტაბაკოვს ჰკითხეს, დაგეგმილი იყო თუ არა ჰალსტუხის სცენა, თუ ეს მსახიობის იმპროვიზაციაა, რეჟისორმა განაცხადა: "რაც შეეხება სერგეი ბეზრუკოვის მიერ ჰალსტუხის "შეჭმის" სცენას, გეტყვით, რომ მას ჰალსტუხი ადრეც დაუღეჭავს".

ალექსანდრე ოსტროვსკის 5 მოქმედებიან პიესაში მოქმედება ეგორ გლუმოვის გარშემო ვითარდება, რომელიც კონსერვატორებსა და რეფორმატორებს, გულუბრყვილო ახალგაზრდა გოგონებსა და გამოცდილ ქალბატონებს ხიბლავს. პიროვნული შარმი მას ეხმარება შენიღბოს თავისი ზრახვები და ბრწყინვალე კარიერა მოიწყოს.

სპექტაკლი "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება" ქართველმა მაყურებელმა რუსთაველის დიდ სცენაზე 26 სექტემებრს ნახა. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს მეოთხედ ჩატარდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება