კელი ოსბორნი 250 000 დოლარიანი ფრჩხილის ლაქით

კელი ოსბორნი 250 000 დოლარიანი ფრჩხილის ლაქით

ამერიკელ მსახიობსა და მომღერალს, ოზი ოსბორნის ქალიშვილს, კელი ოსბორნს Emmy-ის დაჯიდლოებაზე ფრჩხილებზე 250 000 დოლარიანი ლაქი ესვა. 

Azature-ის ლაქი 267 კარატიანი შავი ბრილიანტის თვლებითაა შექმნილი. "მთელი დღის განმავლობაში ვერაფერს ვეხებოდი, ჩემს ფრჩხილებზე 250 000 დოლარიანი ბრილიანტები იყო", - განაცხადა ჟურნალისტებთან ოსბორნმა.

მომღერლის თაყვანისმცემლები კელის ტრაბახმა გააღიზიანა. მათი განცხადებით, გაუმართლებელია, როდესაც ამხელა თანხა ასეთ სისულელეში იხარჯება, არადა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხალხს საჭმლის ფულიც არ აქვს.

ამასთან დაკავშირებით ვარსკვლავმა განცხადება გააკეთა.

"ვიცი, რომ ჩემი ფრჩხილის ლაქმა მავანი გააღიზიანა. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ძვირადღირებული ექსპერიმენტი იყო. მაპატიეთ, მაგრამ არ ვნანობ. ამ ლაქმა საშუალება მომცა, თავი დედოფლად მეგრძნო. მე უბრალოდ, გამიმართლა, რადგან ამ ლაქის წასმის უფლება მისცეს. მე მასში ერთი ცენტიც კი არ გადამიხდია", - განაცხადა ვარსკვლავმა.

ელი ოსბორნი 250 000 დოლარიანი ფრჩხილის ლაქის გამო გაკიცხეს

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება