რასელ ბრენდი უსახლკაროებს აჭმევს

რასელ ბრენდი უსახლკაროებს აჭმევს

მსახიობმა რასელ ბრენდმა უსახლკაროები საუზმეზე დაპატიჟა.

პაპარაცებმა მსახიობი და რამდენიმე უსახლკარო კალიფორნიაში შენიშნეს. მსახიობი მაწანწალების ჯგუფს კალიფორნიაში მდებარე კაფე "Newsroom"-ში საუზმით გაუმასპინძლდა. მას თავადაც მაწანწალასავით ეცვა - მეტისმეტად დიდი ზომის შალის ქუდი, ლაქებით დასვრილი მაისური და პიჟამა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რასელი უსახლკაროებს ეხმარება: რამდენიმე კვირის წინ ქუჩაში უსახლკაროს წყალი მიაწოდა და გაესაუბრა. პაპარაცებს ახსოვთ, როგორ აჩუქა მან თეთრი მაისური წელსზევით შიშველ მათხოვარს. რასელმა ის მანქანით ალკოჰოლდამოკიდებულთა ანონიმურ შეხვედრაზეც წაიყვანა.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება