არნოლდ შვარცენეგერი ყოფილ ცოლს პატიებას სთხოვს

არნოლდ შვარცენეგერი ყოფილ ცოლს პატიებას სთხოვს

მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი ყოფილ ცოლს, ჟურნალისტ მარია შრაივერს პატიებას სთხოვს. სასოწარკვეთილი არნოლდი მარიას დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობს.

"მას მარია და ბავშვები ძალიან უყვარს. არნოლდმა განქორწინება როგორც ბიზნეს-გარიგება ისე განიხილა და ცოლთან ურთიერთობა არ გაწყვიტა. ის ამბობს, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სისულელე რაც კი გაუკეთებია, ცოლის ღალატია. არნოლდის თქმით, მან ღალატით საყვარელ ცოლსა და ძვირფას შვილებს დიდი ტკივილი მიაყენა", - აცხადებს showbizspy.

წყვილის განქორწინების მიზეზი არნოლდის ღალატია. 14 წლის წინ შვარცენეგერმა მეუღლეს შინამოსამსახურესთან უღალატა და მისგან უკანონო შვილიც ჰყავს. როდესაც მარიამ ქმრის ღალატის შესახებ შეიტყო, 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სასამართლოში განქორწინების შესახებ განცხადება შეიტანა. წყვილს 4 შვილი: კეტრინი, კრისტინა, პატრიკი და კრისტოფერი ჰყავთ.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება