ლელა მებურიშვილს ფანები ძვირფას საჩუქრებს უგზავნიან

ლელა მებურიშვილს ფანები ძვირფას საჩუქრებს უგზავნიან

კარგა ხანია ლელა მებურიშვილი პრესის ფურცლებზე არ გამოჩენილა და ინტერვიუებზე უარს ამბობდა, მაგრამ ახლა დუმილი დაარღვია და ამ პაუზის მიზეზებზე "რეიტინგთან" ისაუბრა. ჩვენს რესპონდენტს, რომელიც ძალიან დაკავებული იყო და დღის ბოლოს ძლივს გამონახა დრო, მისივე ცხოვრების სტილზე ვესაუბრეთ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ინტერვიუ ციხის სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნებამდეა ჩაწერილი.

-  კარგად ხარ გარუჯული, გეტყობა კარგად დაისვენე. რა სიახლეები გაქვს საქმიანობაში?

-  განსაკუთრებული არაფერი, ნელ-ნელა ვიწყებ მუშაობას. თეატრში ჯერ სეზონი არ დაწყებულა, ალბათ ოქტომბრიდან დავიწყებთ სპექტაკლებს, ტელევიზიაში კი ისევ წავიყვან გადაცემა "ეკი-ვოკს".

-  შენ იყავი "ჯეოსტარის" ერთ-ერთი წამყვანი, მართალია, "ჯეოსტარი" დაიხურა, მაგრამ სამაგიეროდ დაიწყო "საქართველოს ვარსკვლავი", თუ გქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და თუ ჩაერთვები ამ პროექტში?

-  უნდოდათ, რომ ამ პროექტში მეც ვყოფილიყავი დაკავებული, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს, "საქართველოს ვარსკვლავში" არავინ ყოფილიყო ისეთი, ვინც "ჯეოსტართან" ასოცირდებოდა და ალბათ ეს მართალიცაა.

-  ახლა ის გვითხარი, ზოგადად როგორია შენი დღის გრაფიკი? ტოროლა ხარ თუ გიყვარს დილის ძილი?

-  ამ ბოლო დროს ძალიან ადრე ვიღვიძებ. მართალია, ზღვაზე ყოფნისას გვიან ვიძინებდი, მაგრამ დილით მაინც ადრე, დაახლოებით 6-7 საათზე ვდგებოდი, რომ სუფთა წყლითა და სუფთა ჰაერით მიმეღო სიამოვნება, ეტყობა მივეჩვიე ამას და საქმეც რომ არ მქონდეს, დილის 8 საათზე, მაქსიმუმ 9-ის ნახევარზე მეღვიძება, არადა, ადრე დილის ძილი ძალიან მიყვარდა. ამის შემდეგ ვმოქმედებ იმის მიხედვით, თუ რა მაქვს იმ დღეს დაგეგმილი. როგორც წესი, ჩემი დღეები ერთმანეთს არ ჰგავს, მრავალფეროვანი გრაფიკი და სამსახური მაქვს და დღის განმავლობაში ბევრ ადგილას მიწევს მისვლა.

-  დილით საუზმეს აუცილებლად მიირთმევ, თუ ყავით ან ჩაით კმაყოფილდები...

-  დილაობით ყოველთვის მივირთმევ "ჰერკულესის" ფაფას ყველით. ადგომის შემდეგ, სანამ გამოვფხიზლდები, აუცილებლად ვსვამ წყალს. ამბობენ, რომ წყალი კარგია სახის კანისთვის და ზოგადად, ორგანიზმისთვის. შემდეგ ვამზადებ ფაფას, ცოტა ჰერკულესს ვყრი ქვაბში, ვასხამ წყალს და სანამ გამოვრთავ, ორი წუთით ადრე ვამატებ დაჭრილ ყველს, ძალიან გემრიელი გამოდის.

-  სახლიდან გასვლამდე, როგორც ყველა ქალი, ალბათ შენც გარკვეულ დროს უთმობ საკუთარ თავს...

-  რასაკვირველია. საერთოდ, ყოველდღიურად არ ვიკეთებ მაკიაჟს. თუ გადაღება არ მაქვს ან საღამოს განსაკუთრებულ ადგილას არ მივდივარ, მაქსიმალურად ვცდილობ, კანი დავასვენო. აქედან გამომდინარე, ძალიან ცოტა დროს ვხარჯავ თავის ფორმაში მოსაყვანად. თუ საქმე მოითხოვს, შემიძლია 15 წუთში მოვემზადო, წყალი გადავივლო, ჩავიცვა და გავიდე. თან, ტანსაცმლის შერჩევაზეც ბევრს არ ვფიქრობ, უცებ ვარჩევ და უცებ ვიღებ გადაწყვეტილებას, რა ჩავიცვა.

-  ხშირად ამბობენ, როცა ქალები ცუდ ხასიათზე არიან, მაღაზიებში სიარული მათთვის დიდი განტვირთვაა, თუნდაც არაფერი იყიდონ, შენ თუ ეთანხმები ამას?

-  არასდროს მქონია შემთხვევა, მაღაზიაში წავსულიყავი და არაფერი მეყიდოს. როცა მეგობრებს მივყვები საყიდლებზე, ვცდილობ, კონცენტრირებული ვიყო იმაზე, რა უნდათ მათ, რადგან ხშირად ასეთ დროსაც კი იმაზე მეტ რამეს ვყიდულობ, ვისაც გავყევი (იცინის). როდესაც დასასვენებლად მივდივარ, უმეტეს შემთხვევაში ერთი ჩემოდანი მიმაქვს, უკან კი მინიმუმ ორით ვბრუნდები.

ამ დროს საუბარში ლელას მეგობარი ჩაგვერთო:

-  ძვირად ღირებულ ნივთებს თაყვანისმცემლები ჩუქნიან. შეიძლება უცებ კარი გააღოს და ულამაზესი სამკაული დახვდეს.

ლელა:

-  ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ თუ რაიმე ძვირი აქსესუარი მაქვს, ყველა ნაჩუქარია. ყოფილა შემთხვევა, გამიღია კარი და ლამაზი სამკაული დამხვედრია, ხშირად ვერც ვიგებ, ვინაა სიურპრიზის ავტორი. თავიდან ვნერვიულობ, მაგრამ მერე ვწყნარდები და ამ ფაქტს ვიღებ, როგორც ღმერთის საჩუქარს. ვფიქრობ, ის უფრო ჯენტლმენური და რაინდული საქციელია, როცა ბოლომდე არ იცი, ვინ გიკეთებს ასეთ საჩუქარს, ვიდრე ის, რომ ვიღაც გირეკავს და გეუბნება, თუ ნახე, გუშინ კართან საჩუქარი რომ დაგიდეო.

-  თაყვანისმცემლებისგან განებივრებული ყოფილხარ. როგორც გვითხარი, დღის განმავლობაში ბევრ ადგილას გიწევს მისვლა, რითი მოძრაობ?

-  მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ფეხით სიარული, ძირითადად მაინც ტაქსით გადავადგილდები. ვერ ვიტყვი, რომ ტაქსით სიარული ძალიან მსიამოვნებს, ხან კარგი მძღოლი შეგხვდება, ხან - არა. არიან ისეთები, რომლებიც დილიდანვე ისეთ განწყობას შეგიქმნიან, მთელი დღე გაგყვება კარგი ხასიათი, დაგლოცავენ, თბილად დაგელაპარაკებიან, ყოფილა შემთხვევა, უთქვამთ, აუცილებლად ჩემს ცოლს უნდა დაგალაპარაკო, ძალიან უყვარხარო და მაშინვე რეკავენ. თუმცა შეიძლება შეგხვდეს ვინმე უჟმური, რომელიც ყველაფერზე ბუზღუნებს, საცობი თუ შეხვდა, ჩხუბობს, ეწევა სიგარეტს, არადა საშინლად არ მიყვარს, სიგარეტს რომ ეწევიან. ასეთი ადამიანების მანქანიდან რომ გადავდივარ, სულ ვცდილობ თბილად დავემშვიდობო და კარგი განწყობა მე მაინც დავუტოვო და ძირითადად ასე ვემშვიდობები: კეთილი მგზავრობა, ბატონო, კარგად ბრძანდებოდეთ, ბედნიერ დღეს გისურვებთ. ერთხელ ტაქსის მძღოლს ორ ნაბიჯზე ვთხოვე წაყვანა, 3 ლარზე შევთანხმდით, მაგრამ ადგილზე მისულს 5 ლარი გამომართვა, მართალია გავბრაზდი, მაგრამ მაინც მშვიდად და თბილად დავემშვიდობე, დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი. ჩხუბს ვერავის დავუწყებ.

-  პუნქტუალური ხარ, თუ ყოველთვის სადღაც მიგეჩქარება?

-  პუნქტუალური ვარ. მეტიც, როცა რაიმე სერიოზულ საქმეზე მივდივარ, ყოველთვის ვცდილობ, რამდენიმე წუთით ადრე მივიდე, არადა სკოლაში ყოველთვის ვიგვიანებდი და კარის ქალი მე და ჩემს ძმას დაგვცინოდა, კარაქიანი პური და ჩაი ვერ მიირთვით დროზეო?! (იღიმება)

-  საგრიმიორო არის ადგილი, სადაც შენ, როგორც მსახიობი, უნდა გარდაიქმნა გმირად, ალბათ გექნება იქ ისეთი ნივთები, რომლებიც ძალიან გიყვარს, და ფიქრობ, რომ შენთვის წარმატების მომტანია...

-  სიმართლე გითხრათ, თილისმები და მსგავსი რაღაცები არ მიყვარს, ჩემს საგრიმიოროში დგას ძალიან კარგი სავარძელი, რომელიც კარგ აურას მიქმნის და როცა თეატრში დაღლილი მივდივარ, იქ ვისვენებ. სპექტაკლის დაწყებამდე იმ სავარძელში ჩაჯდომა ჩემთვის კარგი განტვირთვაა. გარდა ამისა, მაქვს კარგი განათება, რომელიც საშუალებას გაძლევს შუქს ისე ჩაუწიო, რომ სიმშვიდე შეინარჩუნო. სარკეზე კი ადრე ყვავილი და სურათი მქონდა ჩამოკიდებული.

-  ძნელი არ არის მთელი დღე იმუშაო, საღამოს მიხვიდე თეატრში, გარდაისახო და ცოტა ხნით იცხოვრო სხვა ადამიანის ცხოვრებით?

-  შეიძლება ძნელია, მაგრამ მე იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ ამ ყველაფერს თავს ვართმევ. მართალია, გრიმის გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ ამ დროს შედიხარ როლში, გემატება ენერგია, როცა სცენაზე გადიხარ, მაყურებლისგან დიდ მუხტს გრძნობ.

-  როლისთვის გარეგნობა მკვეთრად თუ შეგიცვლია?

-  კი, იყო რამდენიმე შემთხვევა. გიზო ჟორდანიამ მარჯანიშვილის თეატრში დადგა ზღაპარი, რომელშიც კატას ვთამაშობდი და ძალიან უცნაურ გრიმს ვიკეთებდი. გარდა ამისა, სპექტაკლ "ონეგინში" ვთამაშობდი მატრიოშკას და მეცვა ძალიან ლამაზი კოსტიუმი, თავზე კი მეფარა წითელი ძაფებისგან გაკეთებული პარიკი. "დეტექტივებში" კი მაქსიმალურად ვცდილობდით, ასაკოვანი გამოვჩენილიყავი, რისთვისაც ძალიან თეთრ მაკიაჟს მიკეთებდნენ.

-  ხომ არ არის საუბარი ახალი სეზონის გადაღებაზე?

-  ადრე იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჯერჯერობით ახალი არაფერია.

-  რამდენიმე სიტყვა "ეკი-ვოკზეც" ვთქვათ, ეს ამპლუა შედარებით ახალია შენთვის. გადაეყარე რაიმე სირთულეებს ამ გადაცემაზე მუშაობისას?

-  ჟურნალისტად და წამყვანად "ჯეოსტარამდე" არ მიმუშავია, შეიძლება ითქვას, რომ ახლა ვსწავლობ ამ საქმეს. "ჯეოსტარში" სრულიად გამოუცდელი ვიყავი, წინა დღით მითხრეს, რომ წამყვანი უნდა ვყოფილიყავი, არ ვიცოდი რა უნდა მელაპარაკა, მოგეხსენებათ, ღია ეთერში მუშაობა რთულია, მით უმეტეს გამოუცდელი ადამიანისთვის. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ სირთულეებს ამ პროექტში უფრო წავაწყდი, ვიდრე "ეკი-ვოკში". საერთოდ, ძალიან მიყვარს ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, საყვარლები არიან, ჩაწერის დროს მოდიან და დიდი ამბავი გვაქვს ხოლმე. ზოგი სურათებს იღებს, ზოგი მეუბნება, რომ თვითონ მეფეა და მე კი მისი სახელმწიფოს პრინცესა, ზოგს მოაქვს თაფლი და ამბობს, ჩემი სამეფოს თაფლი მოგიტანეო, მათი ყურადღებით მართლა განებივრებული ვარ, რაც ძალიან მახარებს.

-  სტუმრის მოძიება, ტექსტის დაწერა და მსგავსი წვრილმანი დეტალები გეხება?

-  ძირითადად ამას ჩემი პროდიუსერები აგვარებენ, მაგრამ სტუმარს თუ კარგად ვიცნობ, მე ვურეკავ. რაც შეეხება ტექსტს, სრული იმპროვიზაციაა და ამას წინასწარ არ ვწერ, აქედან გამომდინარე, არ მყავს და არ მჭირდება სუფლიორი.

-  შენს სატელევიზიო იმიჯზე ვინ ზრუნავს?

-  ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა, რადგან ხშირად არ მომწონს ჩემი ჩაცმულობა, მაგრამ ტელევიზიას სხვა მოთხოვნები აქვს, ამიტომ მარტო ვერ ვწყვეტ ამ საკითხს, შემოქმედებითი ჯგუფი ერთად ვათანხმებთ, თუ როგორ უნდა გამოვიყურებოდე ეკრანზე.

-  შენი სამუშაო მაგიდა როგორ გამოიყურება, არის მასზე ბევრი ფურცელი და კალამი?

-  ყველა საკითხში წესრიგის მოყვარული ვარ, ყოველთვის დალაგებული მაქვს ოთახი, უჯრები სახლშიც და სამსახურშიც, შეიძლება შინ ღამე დავბრუნე, რამე არ მომეწონოს და მაშინვე დალაგება დავიწყო. მსიამოვნებს, როცა ყველაფერი სუფთადაა. სპეციალურად სამსახურისთვის არ მაქვს გამოყოფილი ბლოკნოტი ან კალამი, მაგრამ როცა წინასწარ, ვთქვათ, ერთი კვირით ადრე ვგეგმავ რაიმეს, აუცილებლად ვინიშნავ მობილურ ტელეფონში ან ბლოკნოტში.

-  ლელა, თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

-  როცა "დეტექტივების" პირველი სეზონის გადაღება გვქონდა, ძალიან დატვირთული ვიყავი, ექვსი თვის განმავლობაში არსად გავსულვარ, გადაღებიდან პირდაპირ შინ მივდიოდი, მერე კი - გადაღებაზე, ხანდახან მხოლოდ ორი საათი მეძინა. მეორე სეზონის დაწყებისას კი ვთქვი, ასეთ მძიმე გრაფიკს ვეღარ გავუძლებ-მეთქი. მართალია, გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა, მაგრამ მაინც ძალიან დაკავებული ვიყავი. როგორც კი მცირე თავისუფალ დროს გამოვნახავდი, მაშინვე მეგობრებთან გავრბოდი. ჩემმა ასეთმა გრაფიკმა დამაფიქრა იმაზე, რომ დრო გავა და უკან რომ მოვიხედავ, მივხვდები, საქმის გარდა არაფერი მიკეთებია, რაც არასწორია. ამის შემდეგ უფრო ხშირად ვნახულობ მეგობრებს. სხვათა შორის, მამა ხშირად მსაყვედურობს, ამ ბოლო დროს ვერ გნახულობო, თვითონ ძალიან ადრე გადის სახლიდან, მე კი გვიან რომ მივდივარ, ხანდახან ერთმანეთს ვერ ვხვდებით. საქმე აუცილებელია, მაგრამ მეგობრებისა და იმ ადამიანების გარეშე ყოფნა, ვინც გიყვარს, არ შეიძლება. ძალიან მიყვარს ჩინური სამზარეულო, ამიტომ როცა მცირე შესვენება მაქვს, ვცდილობ, მეგობრებთან ერთად იქ მივიდე. სანამ კარგი ამინდებია, სულ ვცდილობთ, გარეთ, ჰაერზე ვიყოთ, ძალიან მიყვარს ბუნებაში გასვლა და ხშირად მოვითხოვ ასეთ ადგილებში წასვლას (იღიმება). საერთოდ, ხალხმრავლობა არ მიზიდავს, ამიტომ ძირითადად ისეთ ადგილებს ვარჩევთ, სადაც სიმშვიდეა.

-  ლელა, წიგნებს, პრესას, ტელევიზორს რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში? შენსავე გადაცემას თუ უყურებ?

-  ტელევიზორს თითქმის არ ვუყურებ, ჩემი პროდიუსერი მიბრაზდება იმის გამო, რომ იშვიათად ვუცქერ ჩემს გადაცემას, კომპიუტერთან მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ვჯდები, დიდხანს ვერ ვჩერდები. რაც შეეხება წიგნებს, კითხვა საოცრად მიყვარს, ხშირად გადაღებებზეც კი წიგნებით დავდიოდი და სანამ ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებდნენ, ვკითხულობდი. ამ დროს მსიამოვნებს, აზროვნებით სხვაგან რომ ვარ გადართული. ზაფხულში წიგნებისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! კითხვაზე ხომ აღარფერს ვამბობ, წელს ორი კვირით ვიყავი ბათუმში, მთელი დღეების განმავლობაში ვიჯექი "კაჩალკაში" და მთელი ბიბილიოთეკა გადავიკითხე.

-  ძირითადად, რომლი ჟანრის ლიტერატურას ანიჭებ უპირატესობას?

-  კონკრეტულად ვერ გეტყვი. იყო პერიოდი, როცა აქტიურად ვკითხულობდი დეტექტივებს და ერთი ზაფხული მივუძღვენი აკუნინს, გადავიკითხე მისი ყველა ნაწარმოები. წელს თანამედროვე მწერლებს დავუთმე ყურადღება, ახალი ბესტსელერები წავიკითხე, რომლებიც შეიძლება კლასიკად არ იქცეს, მაგრამ რამდენიმე მათგანი ძალიან მომეწონა.

-  სახლი ის ადგილია, სადაც დაღლილი განსატვირთად მიდიხარ. როგორია შენი ოთახი, სადაც ყველაფრისგან ისვენებ...

-  პატარა ოთახი მაქვს, სადაც უამრავია ხატია, იქვეა ჩემი საყვარელი საწოლი, რომელსაც ძალიან დიდი უჯრა აქვს და იცი როგორ ვერთობი?! რომ ვწევარ, ვაღებ და ვკეტავ ამ უჯრას, სადაც ყუთებით ჩაწიკწიკებულია სამკაულები: სამაჯურები, ბეჭდები. ჩემი 15 წლის ძმისშვილი ხშირად მთხოვს ხოლმე დათვალიერებას, ყველას უყვარს იმ უჯრის ამოქექვა. საერთოდ, როცა დაღლილი ვარ, ჩემთვის განტვირთვის კარგი საშუალებაა წყალი, როცა ცუდად ვარ, რაიმე მტკივა, წყალი ყველაფრისგან მკურნავს, ვგიჟდები ცურვაზე. შეიძლება ძალიან დაღლილი წავიდე აუზზე, ვიცურაო და მერე დავბრუნდე შინ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება