ლინდსი ლოჰანს უცნობი მამაკაცი ნიუ-იორკის სასტუმროს ნომერში თავს დაესხა. მსახიობმა პოლიციაში განაცხადა, რომ ამ მამაკაცს ღამის კლუბ 1 Oak-ში შეხვდა და საკუთარ ნომერში აიყვანა. მამაკაცი მობილური ტელეფონით მსახიობისთვის ფოტოს გადაღებას ცდილობდა. მსახიობს ეს არ მოეწონა, მათ იჩხუბეს და მამაკაცმა აგრესია გამოავლინა.
ლინდსის მოწმეებიც ჰყავს - მსახიობის ნომერში რამდენიმე მისი მეგობარი იყო.
ლოჰანის თქმით, მამაკაცი მას ეცა, ყელში ხელები წაუჭირა, იატაკზე დააგდო და მთელი სხეულით დააწვა. მსახიობის მეგობრებმა თავდამსხმელი ლოჰანს მოაცილეს.
პოლიცია იუწყება, რომ თავდამსხმელი ვინმე კრისტიან ლაბელაა. იგი მსგავსი აგრესიის გამო ორჯერ იხდიდა სასჯელს. ლოჰანის წარმომადგენელმა ინციდენტი პრესას დაუდასტურა და აღნიშნა, რომ მსახიობი არ დაშავებულა და არც საავადმყოფოში გადაუყვანიათ.
"თავდამსხმელი დაკავებულია და ამჟამად პოლიციაში იმყოფება. ლინდსი გამოძიებასთან თანამშრომლობს", - განაცხადა მსახიობის წარმომადგენელმა.
მომზადებულია TMZ-ის მიხედვით.