დრიუ ბერიმორს ქალიშვილი შეეძინა

დრიუ ბერიმორს ქალიშვილი შეეძინა

მსახიობ დრიუ ბერიმორს ქალიშვილი შეეძინა. ამის შესახებ ინფორმაცია დრიუსა და მისი მეუღლის, არტ-კონსულტანტ უილ კოპელმანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა. ეს მსახიობისთვის პირველი შვილია. გოგონას ოლივი დაარქვეს.

"ჩვენ მოხარულები ვართ გაცნობოთ ჩვენი ქალიშვილის, ოლივ ბერიმორ კოპელმანის დაბადების შესახებ, რომელიც ბედნიერი და ჯანმრთელი გაჩნდა ოჯახში, სადაც მას ყველა ელოდებოდა", - განაცხადა წყვილმა.

მართალია ოლივი 26 სექტემბერს დაიბადა, თუმცა ამის შესახებ დრიუმ და უილმა მხოლოდ ახლა განაცხადეს. ბერიმორმა ორსულობის 9 თვის განმავლობაში ჟურნალისტებთან კონტაქტი გაწყვიტა.

დრიუ ბერიმორი და მისი მეუღლე, ახლა უკვე მისი შვილის მამა, უილ კოპელმანი 2012 წლის ივნისში დაქორწინდნენ.

ეს ბერიმორისთვის რიგით მესამე ქორწინებაა. 1994 წელს მსახიობი ბარის მფლობელ ჯერემი ტომასს გაჰყვა ცოლად. წყვილი 2 თვეში გაეყარა ერთმანეთს. 2001 წელს დრიუ კანადელ მსახიობზე ტომ გრინზე დაქორწინდა. ქორწინებამ მხოლოდ 1 წელი გაძლო. დრიუ და მისი მეუღლე, უილ კოპელმანი ერთმანეთს 2011 წლიდან ხვდებოდნენ.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება