ჟან-პოლ ბელმონდო ახალგაზრდა საყვარელს დაშორდა

ჟან-პოლ ბელმონდო ახალგაზრდა საყვარელს დაშორდა

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო ახალგაზრდა საყვარელს, ბარბარა განდოლფის დაშორდა. გარდა იმისა, რომ ბარბარა ჟან-პოლზე 40 წლით ახალგაზრდაა, მამაკაცების ჟურნალის Playboy-ის მოდელიც იყო.

წყვილმა ერთმანეთი 2008 წელს გაიცნო. ბარბარას საეჭვო რეპუტაციას ცნობილი ფრანგი ალფონსი არ შეუშფოთებია, პირიქით, ჟან-პოლმა საყვარელთან ერთად 4 წელი სრულ ჰარმონიაში გაატარა.

ახლობლები მსახიობს გამუდმებით აფრთხილებდნენ, რომ ბარბარას ნდობა არ შეიძლება. მათი ეჭვები მას შემდეგ დადასტურდა, რაც ბელნომდოს ანგარიშებიდან მსხვილი თანხები გაქრა.

საქმე გამოძიებამდე მივიდა, რომელმაც დაადგინა, რომ ბარბარა სატელეფონო საუბრებში ამბობდა, რომ სამოქალაქო მეუღლის ქონების იმედად იყო. ბელმონდომ საყვარელს აპატია შეცდომა, თუმცა გოგონა ამაზე არ შეჩერებულა.

"ჟან-პოლ ბელმონდომ მე, როგორც მის მეგობარსა და ადვოკატს მაცნობა, რომ ბარბარა განდოლფის დაშორდა... არსებობს რაღაცები, რასაც ბელმონდო ვერ შეეგუება", - განაცხადა მსახიობის ადვოკატმა მიშელ გოდემ.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება