მილა იოვოვიჩს მეგობრები არ ჰყავს

მილა იოვოვიჩს მეგობრები არ ჰყავს

მსახიობი მილა იოვოვიჩი ჟურნალისტებთან საუბარში აღიარებს, რომ ბევრი მეგობარი არ ჰყავს. ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ ჰოლივუდში დაქალის შეძენა ძალიან რთულია. მილას თქმით, სელებრითებს არასდროს ჰყავთ გვერდით ბევრი მეგობარი, რომელთაც ენდობიან. ვარსკვლავის ერთადერთი მეგობარი, რომელსაც ყოველთვის ენდობა, მისი მეუღლე, რეჟისორი პოლ ანდერსონია.

"ვარსკვლავებს ბევრი მეგობარი არ ჰყავთ, მათ მხოლოდ ნაცნობები ჰყავთ. ჩემი ცხოვრება გადასაღები მოედნით, წიგნების კითხვით, ჩემი ქალიშვილისთვის თოჯინების კერვითა და ზოგჯერ ბარბექიუ წვეულების მოწყობით შემოიფარგლება", - განაცხადა მილამ.

ასევე იხილეთ: მილა იოვოვიჩი “City Rush”-ის სარეკლამო რგოლში

- Electric Sky - მილა იოვოვიჩის ახალი სიმღერა

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება