ლედი გაგა ლიზ ჰარლის ბაძავს

ლედი გაგა ლიზ ჰარლის ბაძავს

მომღერალი ლედი გაგა ლიზ ჰარლის ბაძავს; ვარსკვლავი მილანში ისეთივე კაბით გამოჩნდა, როგორიც მსახიობ ლიზ ჰარლის 1994 წელს ეცვა. ლედი გაგას გარეგნობაზე კომპანია Hurley-მ იზრუნა. მომღერალმა ქერა თმა გადაიღება და საზოგადოების წინაშე მეტალის რგოლებით გაწყობილი შავი ფერის კაბით წარსდგა. მილანში ვარსკვლავი საუკეთესო მეგობართან, ფოტოგრაფ ტერი რიჩარდსონთან ერთად ჩავიდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვარსკვლავები ლიზ ჰარლის ბაძავენ. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ მსახიობი მილა იოვოვიჩი პარიზში "ვერსაჩეს" მოდის შოუს ზუსტად ასეთივე კაბით დაესწრო. წვეულებაზე შეკრებილ საზოგადოებას მაშინვე მსახიობ ლიზ ჰარლის "ვერსაჩეს" კაბა გაახსენდა. გაჩნდა ეჭვი, რომ როდესაც მილა სამოსს ირჩევდა, შთაგონების წყარო სწორედ ლიზის კაბა იყო.

შეგახსენებთ, ლიზ ჰარლის "ვერსაჩეს" კაბა 1994 წელს, ფილმის "ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა" პრემიერაზე ეცვა. მაშინ ლიზას კაბამ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და მოდის ისტორიაშიც შევიდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება