ნიკოლა სარკოზი კვლავ პრეზიდენტობას აპირებს

ნიკოლა სარკოზი კვლავ პრეზიდენტობას აპირებს

როგორც ფრანგული გაზეთი Le Canard Enchaine იუწყება, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მას "სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ 2017- ში კვლავ პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს."

"თუ მხედველობაში მივიღებთ იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რომელიც სავარაუდოდ საფრანგეთში 5 წლის შემდეგ იქნება, მე 2017-ში დაბრუნების გარდა, სხვა გზა არ მექნება. საქმე ის კი არ არის, მართლა დავბრუნდები თუ არა, საქმე ისაა, რომ მე, მორალური თვალსაზრისით, სხვა არჩევანი არ მექნება", - განაცხადა სარკოზიმ მეგობართან, აგროკულტურის ყოფილ მინისტრთან საუბარში.

მომზადებულია Le Canard Enchaine-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა