სარა ჯესიკა პარკერი: "კერი ბრედშოუს აღარ განვასახიერებ"

სარა ჯესიკა პარკერი: "კერი ბრედშოუს აღარ განვასახიერებ"

მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა ჟურნალ ELLE-ს განუცხადა, რომ კერი ბრედშოუს (სერიალი "სექსი დიდ ქალაქში") მსგავს პერსონაჟს აღარასდროს განასახიერებს.

"ძალიან მიყვარს კერი, მაგრამ მისი სუსტი ვერსიის ხილვა არ მსურს. მსგავსი ტიპაჟის ადამიანს აღარასდროს განვასახიერებ", - განაცხადა მსახიობმა, რომელიც თავის გმირს ხასიათითაც ემიჯნება.

"კერის დღიურების" გადაღებები უკვე დაიწყო და ახლა ამერიკულ ტელესივრცეს ახალი კერი ბრედშოუ ჰყავს, რომელსაც ანასოფია რობი განასახიერებს. პარკერმა ანასოფიას დახმარებაზე უარი განაცხადა; მისი თქმით, პროექტში თანამშრომლობისა და დახმარების თხოვნით მასთან მისვლა არავინ უნდა გაბედოს.

"მას რჩევას არასდროს მივცემ. ეს იგივეა ვინმეს შვილის მოვლის შესახებ რჩევა მისცე", - განაცხადა პარკერმა ჟურნალ ELLE-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მომზადებულია ELLE-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება