ჰილარი კლინტონმა კრისტინა აგილერა დააჯილდოვა

ჰილარი კლინტონმა კრისტინა აგილერა დააჯილდოვა

მომღერალ კრისტინა აგილერას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პრესტიჟული პრემია გადასცა. "ჯორჯ მაკგოვერის პრემია" აგილერამ მსოფლიოში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიიღო. ვარსკვლავი World Food Program-ის ელჩია და აქტიურად ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს. გარდა ამისა, კრისტინა მილიონობით დოლარს აგროვებს კონცერტებით და თანხას არაკომერციულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს ურიცხავს.

ჰილარი კლინტონმა მისალოც სიტყვაში თქვა, რომ კრისტინა კარგი საქმით არის დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ მას ამას არავინ აიძულებს. კლინტონის თქმით, მომღერალს თავისუფლად შეეძლო მსოფლიო პრობლემების იგნორირება და მხოლოდ საკუთარ კარიერაზე ზრუნვა, თუმცა ასე არ იქცევა.

"ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ადამიანების დახმარების საშუალება მეძლევა", - განაცხადა კრისტინამ.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Celebrity-gossip-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება