ტუნისში ფილმ "ისლამის უცოდველობის" გამო შესაძლოა, 87 ადამიანი სიკვდილით დასაჯონ

ტუნისში ფილმ "ისლამის უცოდველობის" გამო შესაძლოა, 87 ადამიანი სიკვდილით დასაჯონ

ტუნისის მთავრობამ ფილმ "ისლამის უცოდველობის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომლებზე თავდასხმის ბრალდება წაუყენა.

ბრალდებულების ადვოკატები ანუარ ულედ ალი და მონდერ შარინი აცხადებენ, რომ ტუნისის მთავრობის მიერ დაკავებული 87 ადამიანი ამჟამად სასამართლო განაჩენს ელოდება. ადვოკატების თქმით, პროკურატურა ყველა ბრალდებულის სიკვდილით დასჯას შეეცდება.

ფილმ "ისლამის უცოდველობის" შინაარსით აღშფოთებული ასეულობით ტუნისელი 14 სექტემბერს ტუნისში აშშ-ის საელჩოს შტურმით აღებას შეეცადა.

არეულობის აღმოსაფხვრელად პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 49 დაშავდა.

ფილმი "ისლამის უცოდველობა" წინასწარმეტყველი მუჰამედის ალტერნატიულ ისტორიას ჰყვება. ფილმმა მუსლიმურ ქვეყნებში საპროტესტო ტალღა და აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის შტურმი გამოიწვია.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა