სირიამ თურქეთის ტერიტორიაზე მორიგი ჭურვი ისროლა

სირიამ თურქეთის ტერიტორიაზე მორიგი ჭურვი ისროლა

თურქეთის სამხედრო ძალებმა სირიის ტერიტორიიდან ნასროლი მორიგი ჭურვის საპასუხოდ, რომელსაც ამჯერად მსხვერპლი არ მოჰყოლია, სირიის სასაზღვრო სამხედრო ერთეულებზე წერტილოვანი დარტყმები განახორციელეს.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სცენარით განვითარდა მოვლენები 5 დღის წინაც, როდესაც სირიის ტერიტორიიდან ნასროლმა ჭურვმა 5 ადამიანი იმსხვერპლა თურქულ ქალაქ აქსაკალეში.

თურქეთის პარლამენტმა უკვე მიიღო რეზოლუცია სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ. თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯებ ერდოღანმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა სირიასთან ომს დაიწყებს, თუკი ბაშარ ალ ასადის რეჟიმი თურქეთის პროვოცირების პოლიტიკას განაგრძობს.

მომზადებულია euronews-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა