Esquire - მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ქალი მილა კუნისია

 Esquire - მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ქალი მილა კუნისია

ჟურნალმა Esquire-მა მსოფლიოში ყველზე სექსუალური ქალი დაასახელა. გამოცემამ ეს ტიტული ჰოლივუდის მსახიობ მილა კუნისს მიანიჭა. ნახევრად შიშველი კუნისის ფოტო მამაკაცების ჟურნალის ნოემბრის ნომრის გარეკანს ამშვენებს.

Esquire-მა მილა კუნისი არა მხოლოდ ყველაზე ლამაზად, არამედ ყველაზე ჯიუტად, თავდაჯერებულად, ყბედად და სასაცილო კინოვარსკვლავად დაასახელა. ამასთან, ჟურნალთან საუბრისას თავად მსახიობმა განაცხადა, რომ იგი საკუთარ თავს მხიარულად არ თვლის.

2011 წელს Esquire-მა პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად მომღერალი რიანა დაასახელა. ერთი წლით ადრე კი ეს ტიტული მსახიობ მინკა კელის ერგო.

მილა კუნისმა კონოკარიერა ცხრა წლისამ დაიწყო. იგი მონაწილეობას იღებდა ფილმებში: "სიყვარულის ვირუსი", მაქს პეინი","ექსტრაქტი", "ილაის წიგნი", "მეგობრული სექსი", "მესამე ზედმეტია".

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Esquire-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება