ლედი გაგას სცენაზე გული აერია

ლედი გაგას სცენაზე გული აერია

ეპატაჟურ მომღერალს, ლედი გაგას, ბარსელონაში, კონცერტის დროს, სცენაზე გული აერია. მომღერალმა სიმღერის დროს 4-ჯერ აღებინა. მიუხედავად ამისა, გაგამ კონცერტი განაგრძო და ქორეოგრაფიული ნომერიც შეასრულა.

ამ არასასიამოვნო ინციდენტს 25 000 თაყვანისმცემელი შეესწრო. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც  ლედი გაგა გამოსვლის დროც ცუდად ხდება. აგვისტოში მან კონცერტიც კი შეწყვიტა ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

დასავლურ პრესაში ამ შემთხვევაზე ხუმრობენ კიდეც. გამოცემები წერენ, რომ შოუბიზნესში "გადამდები სენი გავრცელდა" - რამდენიმე დღის წინ კონცერტის დროს გული თინეიჯერ მომღერალს, ჯასტინ ბიბერსაც აერია.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება