დენი დევიტომ ცოლი მიატოვა

დენი დევიტომ ცოლი მიატოვა

ჰოლივუდის მსახიობმა 67 წლის დენი დევიტომ 64 წლის მეუღლე, მსახიობი რი პერლმანი მიატოვა. მათი ოჯახი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე ოჯახად მიიჩნეოდა, წყვილმა ერთად 30 წელი იცხოვრა, ამიტომ ეს ამბავი ყველასთვის მოულოდნელი იყო.

დევიტო და პერლმანი 1982 წლის 28 იანვარს დაქორწინდნენ. დაქორწინებამდე კი 12 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. წყვილმა ერთმანეთი ბროდვეიზე გაიცნო - რი წარმოდგენაზე (The Shrinking Bride) დასასწრებად მივიდა, რომელშიც დენი მთავარ როლს ასრულებდა. მას შემდეგ ისინი აღარ დაშორებულან.

მსახიობები ერთად ცხოვრობდნენ და ერთად მუშაობდნენ. 1992 წელს ცოლ-ქმარმა საპროდუსერო კომპანია Jersey Films დააფუძნა, რომელსაც ეკუთვნის ფილმები - "კრიმინალური საკითხავი" (რეჟ. კვენტინ ტარანტინო) და "ერინ ბროკოვიჩი" (რეჟ. სტივენ სოდერბერგი).

დევიტოს პერლმანთან სამი შვილი: 29 წლის ლუსი ჩეტი, 27 წლის გრეის ფეი და 24 წლის ჯეიკობ დენიელი ჰყავს.

წყვილის განქორწინების შესახებ ინფორმაცია მსახიობების პრესმდივანზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-მა გაავრცელა. განქორწინების მიზეზი უცნობია.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება