ცნობილი იტალიელი მომღერალი და მსახიობი ადრიანო ჩელენტანო სცენაზე ბრუნდება. ჩელენტანოს უკვე 10 წელია სცენაზე არ უმღერია.
გუშინ მომღერალი ვერონას "არენაზე" გამოვიდა, რომელიც 12 000 მსმენელს იტევს და ცნობილია, როგორც კლასიკური საოპერო ფესტივალების უდიდესი მოედანი.
დღეს კი ჩელენტანო ასევე ვერონაში სოლო კონცერტს გამართავს. მინი-ტურის დეტალები გასაიდუმლოებულია. ჩელენტანოს მეუღლე, მსახიობი კლაუდია მორი, რომელიც მისი პროდუსერია, აცხადებს, რომ სტუმრებს შორის იქნება ადრიანოს ძველი მეგობარი ჯანი მორატი და ისინი ერთად იმღერებენ.
კონცერტზე მომღერალი 2011 წლის ალბომში შესულ სიმღერებს შეასრულებს.
მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.