ბერენის მარლო: "სექსუალურ მამაკაცებთან ერთად ვითამაშე"

ბერენის მარლო: "სექსუალურ მამაკაცებთან ერთად ვითამაშე"

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ლეგენდარული აგენტი 007-ის მორიგი თავგადასავლების შესახებ ახალი ფილმი წარადგინეს. ფართო ეკრანებზე სურათი 28 ოქტომბერს გამოვა და სახელად "სკაიფოლის კოორდინატები" ჰქვია. ბონდის გოგონას როლს მშვენიერი ბერენის მარლო ასრულებს.

- რა განცდა გქონდათ, როცა ამ როლზე დაგამტკიცეს?

- ეს ისეთი უჩვეულო იყო. მთელი ცხოვრება მქონდა განცდა, რომ ერთ დღეს ბონდის გოგონას განვასახიერებდი. მინიშნებები მქონდა, რომ ბონდიანასთან ვიქნებოდი დაკავშირებული, ერთგვარი საიდუმლო კავშირი. ძალიან მომწონდა ამ ფილმის მუსიკა. როცა გასაუბრების შესახებ გავიგე, მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მეცადა. როცა როლი მივიღე, საოცარი სიმშვიდე დამეუფლა. იმავდროულად აღელვებული ვიყავი, მინდოდა მალე დამეწყო მუშაობა. დიდებულ ადამიანებთან უნდა მემუშავა. თითქოს ის ასრულდა, რაც უნდა ასრულებულიყო. მაშინვე დავურეკე მამას. ის ჩემით ძალიან ამაყობდა.

- რა არის ახალი თქვენს გოგონაში, ბონდის სხვა გოგონებისგან განსხვავებით?

- ბონდის გოგონა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარია კინოინდუსტრიასა და კინოს ისტორიაში. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. ალბათ დღემდე ვერ ვაცნობიერებ ამ უდიდეს ბედნიერებას. ვერ გავიაზრე, რომ ამ უშველებელი ფილმის ნაწილი ვარ. სევერინას სახეს რომ ვქმნიდი, დრაკონებისა და ავაზებისგან ვიღებდი შთაგონებას. მინდოდა, ჩემი გმირი ორიგინალური, რთული ყოფილიყო. იმედი მაქვს, ამას მაყურებელიც დაინახავს, შეაფასებს ჩემს წვლილს.

- რა აღმოჩნდა ყველაზე რთული?

- მთელი გადამღები პროცესის დროს კონცენტრირების შენარჩუნება. საჭირო დონეზე უნდა გქონოდა ემოციები, არ ასცდენოდი პერსონაჟს. ამ როლზე მუშაობის დროს ბევრი რამ გავიგე საკუთარ თავზე, როგორც ადამიანზე.

- ბონდიანის რომელი ნაწილი გიყვართ ყველაზე მეტად?

- "მკვლელობის ლიცენზია", ტიმოთი დალტონის მონაწილეობით. ეს ფილმი ვნახე პირველად. მისადმი განსაკუთრებული განცდა მაქვს. ჩემი საყვარელი ბონდი კი, კრეიგის გარდა, შონ კონერია. რასაკვირველია, სრულიად განსხვავებული ბონდები არიან. მაგრამ შონი ისტორიის სათავეებთან იდგა და ჯეიმს ბონდის სახე სამუდამოდ დაუკავშირდა მას.

- კრეიგთან და ჰავიერ ბარდემთან თამაში როგორი იყო?

- გადასარევი. არაფერი ყოფილა რთული იმაში, რომ დილით ადრე ამდგარიყავი და ასეთ დიდებულ, სექსუალურ მამაკაცებთან გეთამაშა. განსაკუთრებით ბარდემის ვარცხნილობა და თმის ფერი მომწონდა. პირველად რომ დავინახე, აღტაცება ვერ დავმალე: "ღმერთო, ეს უცხოპლანეტელია!" გადასარევად თამაშობს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება