ვარსკვლავების ყველაზე სულელური მოთხოვნები

ვარსკვლავების ყველაზე სულელური მოთხოვნები

ვერც ერთი გულახდილი ინტერვიუ ვერ დაახასიათებს არტისტს ისე, როგორც მისი პერსონალური რაიდერი. ეს არის იმ მოთხოვნების სია, რომელსაც ცნობილი ადამიანი უყენებს სხვა ქალაქში გასვლისას მასპინძელ მხარეს.

რაიდერები სხვადასხვაგვარი არსებობს, ტექნიკური და ყოფითი. შეიძლება იყოს ერთსტრიქონიანი ან 67-გვერდიანი (როგორიც, მაგალითად, სელინ დიონს აქვს). არის მოკრძალებული, არამოკრძალებული და გიჟურიც კი.

სხვათა შორის, სრულიად უპრეტენზიოები არიან 1980-იანების ვარსკვლავები - ტომას ანდერსი, "ბონი ემი", რომლებიც დღესაც სხვადასხვა ქვეყანაში სტუმრობისას ბევრს არაფერს ითხოვენ, ალკოჰოლზეც უარს ამბობენ - ჯანმრთელობას უფრთხილდებიან.

საოცრად თავშეკავებული სურვილები აქვს ბრიტნი სპირსს. მას უნდა მხოლოდ ჩიპსები და პიტნის კანფეტებით სავსე თასი. ეგ არის და ეგ.

ელტონ ჯონიც არ ყოფილა მეწვრილმანე და ხარბი. მას სჭირდება მხოლოდ უალკოჰოლო სასმელები, დივანი და ყვავილები ნომერში (ნებისმიერი, ქრიზანთემების გარდა).

მოთხოვნებით არ ბრწყინავს მერილინ მენსონიც. გასტროლებზე სრული ბედნიერებისთვის სჭირდება ბევრი შოკოლადი, ჩიპსები და რძე. შესასრულებლად ყველაზე რთული პუნქტი მარმელადის დათუნიებია, რომლებიც მხოლოდ აშშ-ში იშოვება. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ 2001 წელს "ანარქისტმა" მოითხოვა მელოტი მეძავი, რომელსაც წინა კბილები არ ექნებოდა.

ფუფუნების მოყვარულები ძირითადად რეპერები არიან. მაგალითად, პი დიდი ნომერში ითხოვს ყველაზე ძვირფას ალკოჰოლს, უამრავ პირსახოცსა და საპონს. ქუჩაში გადასაადგილებლად - მხოლოდ ტყვიაგაუმტარი მინებით აღჭურვილ "მაიბახს".

ყველაფერი ზემოჩამოთვლილი შეიძლება ძვირად ღირებული, მაგრამ რაციონალურად ახსნადია. ზოგიერთი მოთხოვნა საღი აზრის ფარგლებს სცდება. ჯენიფერ ლოპესი ითხოვს, რომ მას თან ახლდნენ გოგონები გარდენიებით. მას შეუძლია ლოგინის თეთრეული ხელით მოსინჯოს და მისი გამოცვლა მოითხოვოს.

ბიონსეს შეუძლია სკანდალი მოაწყოს და გასტროლები გააუქმოს, თუ ნომერში ტემპერატურა 26 გრადუსზე ოდნავ განსხვავებული იქნება.

ახირებული სელინ დიონის გიგანტური რაიდერის რამდენიმე მოთხოვნა კი ასეთია: ფრანგული ალუბლის გარდა, ის ითხოვს შპალერის კონკრეტულ ფერს, კონკრეტულად მოწყობილ ინტერიერს, ასევე მოითხოვს, მიამაგრონ ექსტრაკლასის სტომატოლოგი, რომელიც გვერდიდან არ უნდა მოსცილდეს. ისევე, როგორც თერთმეტი პირადი მცველი.

მედიკოსები ოზი ოსბორნსაც დასდევენ. როკის მამას აუცილებლად სჭირდება გვერდით ექიმ-ოტოლარინგოლოგისა და მედდის ყოფნა, რომელიც დროულად გაუკეთებს ვიტამინების ინიექციას.

მადონა არ წავა გასტროლებზე, თუ ორგანიზატორები არ დაახვედრებენ მინერალურ წყალს მაღალმთიანი კაბალისტური წყაროებიდან.

ჩემპიონი კი იგი პოპია. მომღერალს სურს, რომ მისი საგრიმიორო ჰომოსექსუალებმა მოაწყონ. მაგიდაზე უნდა ელაგოს გაზეთები ავადმყოფურად მსუქანი ადამიანების ფოტოებით. საგრიმიოროში ასევე უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ამერიკელი კომიკოსის ბობ ჰოუპის მსგავსი სამოსი ეცმევა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება