კეიტ მოსის სკულპტურა აუქციონზე იყიდება

კეიტ მოსის სკულპტურა აუქციონზე იყიდება

მოდელი კეიტ მოსი არაერთხელ გამხდარა ფოტოგრაფებისა და დიზაინერების მუზა. ამჯერად მან თავის შარმი მოქანდაკეს და მხატვარს, მარკ ქუინს მოახვია თავს.

კეიტის სილამაზით მოხიბლულმა მარკმა, მოდელის უცნაური სკულპტურა შექმნა. მან მოსი იოგის ერთ-ერთ პოზაში გამოსახა. შიშველი კეიტის ფიგურას ფეხები მხრებზე აქვს შემოლაგებული და ხელებით იკავებს. სკულპტურა თეთრი ფერისაა, ხოლო მოსის ტუჩები წითელი საღებავითაა შეფერადებული.

ხელოვნების ეს ნიმუში მალევე მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ფიგურა ნიუ-იორკში, აქუციონზე 12 ნოემბერს გაიყიდება.

კეიტის სკულპტურის საწყისი ფასი 80 000-იდან 110 000 დოლარამდე იქნება.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება