14 წლის გოგონა სამოქალაქო აქტიურობის გამო დაჭრეს

14 წლის გოგონა სამოქალაქო აქტიურობის გამო დაჭრეს

14 წლის მალალა იუსუფზაი, რომელიც 11 წლიდან თალიბანის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა და ბევრისთვის ეროვნული თავისუფლების სიმბოლო იყო, თალიბანის მიერ დაქირავებულმა მკვლელმა მძიმედ დაჭრა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა მალალა იუსუფზაის ვინაობა სკოლაში იკითხა. როდესაც თანაკლასელებმა გოგონაზე მიუთითეს, მან ცეცხლი გახსნა და გოგონა თავში და კისერში დაჭრა, დაშავდა ასევე მისი რამდენიმე თანაკლასელიც. დაშავებულები პეშავარის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სასწრაფოდ ჩაუტარდათ ოპერაცია. ექიმების ცნობით, იუსუფზაისა და კიდევ ერთი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკულია.

თალიბანმა უკვე აიღო პასუხისმგებლობა მომხდარზე. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ გოგონას სიცოცხლე მისი შეხედულებებისა და სამოქალაქო აქტიურობის გამო ხელყვეს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია euronews-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა