ფოტოები, რომელსაც ვარსკვლავები დიდი სიამოვნებით დაივიწყებდნენ

ფოტოები, რომელსაც ვარსკვლავები დიდი სიამოვნებით დაივიწყებდნენ

ვარსკვალვების ცხოვრებაში ხშირია უხერხული სიტუაციები. ცნობილ ადამიანებს კი არ შეუძლიათ აპარატის ყველა გაჩხაკუნების კონტროლი და სწორედ ამიტომ, ინტერნეტში უამრავი ისეთი ფოტო ვრცელდება, რომელთა დავიწყებაც ვარსკვლავებს ძალიან უნდათ.

1. ძვირფასი სამოსის სიყვარულმა მიშა ბარტონს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ერთ-ერთ წვეულებაზე მიშას მაისური გადაიწია და მსახიობს მკერდი გამოუჩნდა. მოხერხებულმა პაპარაცებმა ეს ფაქტი დააფიქსირეს. მიშას ეს ფოტო ელვის სისწრაფით გავრცელდა ინტერნეტში.

2. პარიზში, ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე, ბრედ პიტმა უნებლიედ პატარა საიდუმლო გაამხილა. როგორც ჩანს, მსახიობს ისე ეჩქარებოდა წითელ ხალიჩაზე გავლა, რომ საპირფარეშოდან გამოსვლის დროს შარვალზე ელვის შეკვრა დაავიწყდა.

3. ბენ აფლეკის მეუღლე, ჯენიფერ გარნერი, პაპარაცებმა უხერხულ პოზაში საბავშვო მოედანზე გადაიღეს. ბავშვთან თამაშის დროს დახრილ ჯენიფერს საჯდომი გამოუჩნდა.

4. ელეგანტურობის განსახიერებად შერაცხული ჯესიკა ალბას ენა, ბევრი მამაკაცისთვის ეროტიკული ფანტაზიის საგანია, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. MTV-ს დაჯილდოების ცერემონიაზე მსახიობი ზედმეტად ემოციური იყო, რაც ფოტოგრაფებს არ გამორჩენიათ.

5. მაღალიქუსლიანი ფეხსაცმელი ვარსკვალვებისთვის ნამდვილი ტანჯვაა. როდესაც ისინი მანქანიდან გრაციოზულად გადმოსვლას ცდილობენ, ფეხი უცდებთ და ეცემიან. ასეთი რამ ჯესიკა სიმპსონსაც შეემთხვა და რა თქმა უნდა, დაუნდობელმა პაპარაცებმა ეს ფოტოც ინტერნეტში გაავრცელეს.

6. ჯესიკა სიმპსონის მსგავს სიტუაციაში მიკოლ რიჩიც ჩავარდა. პაპარაცებმა სამუდამოდ აღბეჭდეს კადრი, სადაც ნიკოლს კიბეზე ფეხი უცურდება.

7. თუ ვარსკვლავების უხერხულ ფოტოებში ხშირად პაპარაცები არიან დამნაშავენი, ზოგ შემთხვევაში თავად ცნობილები აძლევენ მათ ამის საშუალებას. ედ ვესტვიკი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც მსახიობს თითი ცხვირში ჰქონდა.

8. ედის მსგავსად ამ უხერხულ პოზაში პაპარაცებმა მსახიობი ლინდსი ლოჰანიც დააფიქსირეს. თუმცა ფოტოგრაფებს ლინდსის ბევრად უფრო სკანდალური ფოტოებიც მოეპოვებათ.

9. ცხვირში თითის შეყოფის მოყვარულ ვარსკვლავთა ჯგუფს ჯეიკ ჯილენჰოლიც უერთდება.

10. ნამდვილად სკანდალური იყო ოუენ უილსონის დასვენება ჰავაიზე. გოლფის თამაშის დროს მსახიობმა პირდაპირ მოედანზე დაიკმაყოფილა ბუნებრივი მოთხოვნილება.

11. კრისტენ დანსტი არაერთხელ მოხვედრილა ტაბლოიდების გარეკანზე. მსახიობი პაპარაცებმა უამრავჯერ გამოიჭირეს ნასვამ მდგომარეობაში. კრისტენი ამ მხრივ ნამდვილი რეკორდსმენია.

12. ბრიტნის სპირსი პაპარაცების საყვარელი ვარსკვლავია, რადგან არაერთხელ ჩავარდნილა უხერხულ სიტუაციაში. ეს ბრიტნის ერთადერთი ფოტო არაა, სადაც მომღერალს საცვლები არ აცვია. ბრიტნი სპირსი 2 წლიანი დეპრესიის დროს საშინლად გამოიყურებოდა, იცვამდა და იქცეოდა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება