ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.

ისრაელში ნეთანიაჰუს ეს ნაბიჯი პოზიციების გამყარების მცდელობად აღიქმება, მის "მემარჯვენე" პარტიას პრობლემები აქვს როგორც ბიუჯეტის მხრივ, ასევე ისეთ საგარეო საკითხებში, როგორიცაა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი და ირანის ბირთვული პროგრამა.

კერძოდ, პარლამენტში არ არსებობს საერთო კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ რა პოლიტიკა უნდა აირჩიოს ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებაში. ნეთანიაჰუ აქტიურად ლობირებს ირანზე წერტილოვანი დარტყმების განხორციელების იდეას. ბოლო ხანებში ასევე შეიმჩნევა ურთიერთობების გაუარესება ობამას ადმინისტრაციასა და ისრაელს შორის.

მიუხედავად ყოველივე ამისა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ნეთანიაჰუს პარტიას არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა