მომღერალი სარა ბრაითმენი კოსმოსში გაფრინდება

მომღერალი სარა ბრაითმენი კოსმოსში გაფრინდება

ბრიტანელი მომღერალი სარა ბრაითმენი კოსმოსში ტურისტად მიფრინავს. იგი ერთ-ერთი იქნება იმ სამი ადამიანიდან, რომლებიც 6 თვიანი მზადების შემდეგ, ”ნასას” საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ეწვევიან.

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ბრაითმენმა განაცხადა, რომ მისი მიზანია გახდეს პირველი პროფესიონალი მუსიკოსი, რომელიც კოსმოსში იმღერებს.

"ეს მოგზაურობა ჩემი ოცნებაა, სიზმარი, რომელიც ბოლოს და ბოლოს, ცხადი ხდება. ამაზე ამაღელვებელი მთელ ცხოვრებაში არასოდეს არაფერი ჩამიდენია", - განაცხადა ბრიტანელმა მომღერალმა.

მომზადებულია BBC- ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება