დემი მურმა ეშტონ კატჩერს სახლი აჩუქა

დემი მურმა ეშტონ კატჩერს სახლი აჩუქა

მსახიობმა დემი მურმა მის ყოფილ მეუღლეს, ეშტონ კატჩერს 11 მილიონად შეფასებული სახლი ზედმეტი ბრძოლის გარეშე დაუთმო.

უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეშტონ კატჩერი და დემი მური ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა არცერთ მათგანს განქორწინებაზე განცხადება არ შეუტანია.

სახლი, რომელიც დემიმ ეშტონს აჩუქა, ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს. უძრავი ქონება მათ ჯერ კიდევ მაშინ შეიძინეს, როდესაც პრობლემები არ ჰქონდათ. 2012 წლის 6 მარტის დოკუმენტების მონაცემებით კი დემიმ ამ სახლზე უარი თქვა და ის კატჩერს საკუთრებაში გადასცა.

განქორწინების შემდეგ (რაც ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა) ეშტონმა მალევე იპოვა ახალი მეორე ნახევარი. ის მსახიობს და ყველაზე სექსუალური ქალის ტიტულის მფლობელ მილა კუნისს ხვდება, ხოლო დემი ცდილობს, ყურადღება შვილებსა და სამსახურზე გადაიტანოს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება