კეტი ჰოლმსი ხელმომჭირნედ ცხოვრობს

კეტი ჰოლმსი ხელმომჭირნედ ცხოვრობს

ტომ კრუზთან განქორწინების შემდეგ კეტი ჰოლმსს ბევრი რამ მოაკლდა, მათ შორის ფუფუნება, რომელიც მილიონერი მეუღლის გვერდით ყოფნისას ჰქონდა. ახლა მსახიობს ბევრად უფრო ხელმომჭირნედ უწევს ცხოვრება.

რა თქმა უნდა, კეტის აქვს თავისი საკმაოდ დიდი შემოსავალი, თუმცა ის შვილის, სური კრუზის სარჩენად და თავისი ვარსკვლავური ცხოვრების დასაფინანსებლად აღარ ჰყოფნის.

რამდენიმე დღის წინ მსახიობი ნიუ-იორკის მეტროში შეამჩნიეს. კეტი ჩვეულებრივი, რიგითი ნიუ-იორკელივით ჯისნებსა და ჯემპრში იყო გამოწყობილი.

აღსანიშნავია, რომ ტომი მის ქალიშვილს, სურის, არაფერს აკლებს. ის ცდილობს გოგონა გაანებივროს, კეტის კი სურს, რომ სურის რეალური ცხოვრება გააცნოს, ამიტომ მისი მუნიციპალურ სკოლაში მიყვანა გადაწყვიტა. გარდა ამისა, მშობლების განქორწინების შემდეგ, ფუფუნებას შეჩვეულმა სურიმ პირველად იმგზავრა ტაქსით. დღემდე გოგონა მამის ლიმუზინით დაჰყავდათ.

მომზადებულია Life & Style Weekly-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება