რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, 35 წლის ირაკლი ფირცხალავა მეორე ვაჟის მამა გახდა. ბავშვი 11 ოქტომბერს მოსკოვის ერთ-ერთ სამშობიაროში მოევლინა ქვეყანას. ბიჭუნა 53 სმ სიმაღლისაა და 3,8 კგ-ს იწონის.
"სოფია თავს შესანიშნავად გრძნობს, - განუცხადა Life News-ს ფირცხალავამ, - მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა. ბედნიერი ვარ!".
მეუღლის მშობიარობის გამო მომღერალმა კონცერტის რეპეტიცია გადადო, კონცერტი 13 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი.
"ბავშვის სახელი ჯერჯერობით არ მოგვიფიქრებია, - აღნიშნა მომღერალმა, - თუმცა ამისთვის დრო ჯერ კიდევ გვაქვს. ასეთ საკითხებში აჩქარება არ ვარგა".
ირაკლისა და სოფიას კიდევ ერთი შვილი - 2 წლის ილია ჰყავთ.



მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.