ქეთა თოფურიას სერგეი ლაზარევთან რომანი აქვს?

ქეთა თოფურიას სერგეი ლაზარევთან რომანი აქვს?

რუსმა მომღერალმა და მსახიობმა სერგეი ლაზარევმა სოციალურ ქსელში "ა-სტუდიოს" სოლისტ ქეთა თოფურიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს რუსმა მომღერალმა ასეთი წარწერა დაურთო: "მიყვარს. ის ძალიან კარგია. არავის ჰგავს". ფოტოზე თოფურია მომღიმარე ლაზარევს კოცნის.

თებერვალში საქართველოში ყოფნის დროს ჟურნალ "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ქეთა თოფურია აცხადებდა, რომ ებრაელ მილიონერზე, 37 წლის ლევ გეიხმანზე, ფაქტობრივად, გათხოვილია და მზადაა, რომ საყვარელ მამაკაცს შვილიც გაუჩინოს. ისინი 2010 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ბოლო დროს საზოგადოებაში ერთად აღარ გამოჩენილან.

რაც შეეხება ლაზარევს, მას 2008 წლიდან რუს ტელეწამყვან ლერა კუდრიავცევასთან ჰქონდა რომანი, თუმცა წყვილი ცოტა ხნის წინ ერთამენთს დაშორდა. ლერასთან განშორების შემდეგ სერგეი არავის ხვდებოდა, ლერამ კი მაშინვე ჰოკეისტ იგორ მაკაროვთან რომანის შესახებ განაცხადა. არ არის გამორიცხული, "ა-სტუდიოს" სოლისტმა, რომელიც ლაზარევს რთულ მომენტებში ამხნევებდა, ახლა მისი გულიც დაიპყრო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება