მიკი რურკმა პლასტიკური ოპერაციის შემდგომი ფოტოები გამოაქვეყნა

მიკი რურკმა პლასტიკური ოპერაციის შემდგომი ფოტოები გამოაქვეყნა

მიკი რურკმა ინტერნეტში საკუთარი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც პლასტიკური ოპერაციის შემდეგ არის გადაღებული. მსახიობმა ოპერაცია 2008 წელს გაიკეთა. ფოტოებზე კარგად ჩანს, როგორი დასახიჩრებულია რურკის სახე. ის მთლიანად ნაიარევია.

მიკი არასდროს მალავდა, რომ პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი გახდა. მსახიობმა ოპერაციის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი სახე კრივით გატაცების შედეგად დაზიანდა.

"ეს ძალიან მტკივნეული პროცედურა იყო. მარტო ცხვირზე 5 ოპერაცია გამიკეთეს", - განუცხადა მსახიობმა ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ს.

მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, მიკიმ მაინც შეძლო ფეხზე დადგომა და სამსახიობო კარიერაც განაგრძო. მსახიობმა რომანი გააბა რუს მოდელ ანასტასია მაკარენკოსთან.

მიკი რურკი ოპერაციის შემდეგ

მიკი რურკი ოპერაციის შემდეგ

მიკი რურკი ოპერაციის შემდეგ

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება