ჩეხეთის პრეზიდენტმა ევროკავშირისთვის ნობელის პრემიის მინიჭებას ტრაგიკული შეცდომა უწოდა

ჩეხეთის პრეზიდენტმა ევროკავშირისთვის ნობელის პრემიის მინიჭებას ტრაგიკული შეცდომა უწოდა

ევროკავშირისთვის 2012 წლის ნობელის პრემიის მინიჭება ტრაგიკული შეცდომაა - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა განაცხადა.

"ნობელის პრემია ინდივიდებს კონკრეტული საქმიანობისთვის გადაეცემათ. მიანიჭო პრემია ორგანიზაციას და მით უმეტეს, ბიუროკრატიულ ორგანიზაციას, ამ პრემიის დაკარგვას ნიშნავს. არ ვიცი, გაბედავს კი ვინმე ის მიიღოს",-განაცხადა კლაუსმა.

ჩეხეთის სახელმწიფოს ლიდერის პრეს-მდივანმა რადიმ ოხვატმა განაცხადა, რომ "პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას ხუმრობად მიიჩნევს".

ნობელის დაჯილდოების კომიტეტმა მსოფლიოს მშვიდობაში შეტანილი წვლილისათვის გამარჯვება ევროკავშირს გუშინ მიაკუთვნა.

"ევროკავშირი და მისი წინამორბედი ორგანიზაციები ექვს წელიწადზე მეტია იღწვიან ევროპაში მშვიდობისა და შერიგების, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განვითარებისათვის. ევროკავშირის როლმა სტაბილიზაციის პროცესებში ევროპა ომების კონტინენტიდან მშვიდობის კონტინენტად გადააქცია", - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა