კრისტენ სტუარტს ჰგონია, რომ მოკლავენ

კრისტენ სტუარტს ჰგონია, რომ მოკლავენ

კრისტენ სტუარტი ახლა პოპულარობის პიკზეა - მას ერთ როლში მილიონობით დოლარს უხდიან, აქვს ახალი შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ ამ პოპულარობას უარყოფითი მხარეც აქვს. ვარსკვლავმა განაცხადა, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

"დღეს ყველამ იცის, ვინ სად არის, ვინაიდან ადამიანები გამუდმებით ათავსებენ ინფორმაციას "ფეისბუქზე" და "ტვიტერზე". ჩემი ადგილსამყოფელის გაგება და "ტვიტერზე" განთავსებაც ძალიან ადვილად შეიძლება და შემდეგ ვიღაც მოვა და მომკლავს! სოციალური ქსელები და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები შესანიშნავი, თუმცა ამავდროულად საშიში რამაა" - განაცხადა ვარსკვლავმა.

მას მერე, რაც 22 წლის კრისტენის და რეჟისორ რუპერტ სანდერსის რომანი გამჟღავნდა, კრისტენს რობერტ პატინსონის ღალატისთვის რობერტის უამრავი თაყვანისმცემელი ემუქრებოდა.

"გიპოვნი და მოგკლავ იმის გამო, რაც რობის გაუკეთე", - დაწერა ადრე ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა საკუთარ "ტვიტერზე".

მომზადებულია EntertainmentWise-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება