გივი სიხარულიძე - დათა ახალაიას სიმამრი, სიდედრი და მისი მეუღლე ძალიან მიყვარს

 გივი სიხარულიძე - დათა ახალაიას სიმამრი, სიდედრი და მისი მეუღლე ძალიან მიყვარს

გივი სიხარულიძემ რომ ხელოვნების ყველა სფეროში თავისი სიტყვა თქვა, ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, მაგრამ სიბერეში თუ სამეჯლისო ცეკვებს შეეჭიდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მის მიერ შესრულებულ "პასადობლის" მაყურებლის აპლოდისმენტები და ჟიურის ქება მოჰყვა, თუმცა პარალელურად სოციალურ ქსელში გივი სიხარულიძისა და დათა ახალაიას საერთო ფოტო გამოჩნდა და მომხმარებლები წერდნენ, რომ მას საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ახალაიების ოჯახთან. გადავწყვიტე, ეს ინფორმაცია გადამემოწმებინა და თან მისი შეფასება მომესმინა ციხის ცნობილ კადრებზე.

- ბატონო გივი, ინტერნეტში გავრცელდა თქვენი ფოტო, სადაც დათა ახალაიასთან ერთად ხართ გადაღებული.

- მერე რა?

- უბრალოდ, მაინტერესებს, რამდენად ახლოს იცნობთ მათ ოჯახს და რას ფიქრობთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რაც ციხის კადრების გამოქვეყნებას ეხება?

- რაც ვნახე, საშინელებაა, მაგრამ დათას სიმამრი, სიდედრი და მისი მეუღლე ძალიან მიყვარს. დათაზე ვერაფერს ვიტყვი, ვერც კარგს და ვერც ცუდს. ისეთი კადრები ვნახე, სულ დავიბენი. ეს კადრები ვინც ნახა და შოკში არ იქნება, ის არის დასახვრეტი.

- ხელისუფლების ცვლილებას როგორ შეაფასებთ?

- რა უნდა შევაფასო, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, გინდა, გოდორი დაუნიშნავთ ხელისუფლებაში და გინდა კაცი. გინდა, ასი მინისტრი გამოუცვლიათ. ჩემთვის არც ერთ დროში არც ერთი მთავრობა არ არსებობდა. მე არავის ნავში ჩაჯდომა არ მიცდია. ექსცენტრიკული კაცი ვარ და ჩემთვის მთავრობა არ არსებობს. ვინც ჩემს ქვეყანას ბედნიერს გახდის, ყველა იმ ადამიანთან მივალ და მუხლებს დავუკოცნი. ჩემთვის არ არსებობს ის მინისტრი, ეს მინისტრი, ის პრეზიდენტი, ეს პრეზიდენტი, ჩემთვის მთავარია ჩემი საქართველოსთვის მოამაგე ხალხი.

- ამბობენ, ლამის ნახევარ საქართველოს შესთავაზეს მი­­ნისტრობაო, თქვენთვისაც ხომ არ შემოუთავაზებიათ?

- რაღა დროს ჩემი მინისტრობაა, მე ვარ 198 წლის. მე, კაზანოვიჩი და ზინოვიევი ერთად ვსწავლობდით სკოლაში.

- ცეკვაზე არ გეტყობათ, რომ 198 წლის ხართ.

- ცოტა მაგათზე მეტი ტვინი შეიძლება მქონდეს, ვისაც რაღაცებს სთავაზობენ, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის არანაირი სურვილი არ მაქვს. ჩემი საქმე წერა და წიგნების გამოშვებაა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებზე" ვისაუბროთ, გა­ქვთ იმედი, რომ შოუს მოიგებთ?

- იქ 20-25 წლის ბავშვები არიან, გამოვაცხადე კიდეც, რომ არავის ვეჯიბრები და დუელში საკუთარი ასაკი გამოვიწვიე. ვნახოთ, ვინ ვის მოერევა.

- ძალიან მომხიბვლელი პარტნიორი გყავთ.

- ძალიან კარგი, ლამაზი გოგოა და კარგად ცეკვავს.

- არ გიჭირთ ყოველდღიურად ახალ ცეკვაზე მუშაობა?

- ნებისმიერი ახალგაზრდა უფრო იღლება, ვიდრე მე. წყლის მოთხილამურე ვარ, თავს ყოველთვის ვაკონტროლებ.

- ია ფარულავამ შეფასებისას მამად მოგიხსენიათ.

- რა თქმა უნდა, მამა ვარ. ია ჩემი შვილივით მიყვარს (იცინის).

- ასე თქვა, ეს იყო სექსი პარკეტზეო…...

- კარგი გოგოა, კარგი (იცინის).

ასევე იხილეთ: გოჩა ჩერტკოევის ჯიბეში ამოზრდილი ჯეჯილი და გივი სიხარულიძის დიალოგი სექსის შემდეგ

- გივი სიხარულიძის 25-იანი ფენომენი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება