სკარლეტ იოჰანსონი საყვარელს დაშორდა

სკარლეტ იოჰანსონი საყვარელს დაშორდა

სკარლეტ იოჰანსონი საყვარელს დაშორდა. მსახიობმა ნეით ნეილორთან ურთიერთობა მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ გაწყვიტა.

წყვილი ერთად პირველად იანვარში შენიშნეს. იოჰანსონი მაშინ ახალი დაშორებული იყო შონ პენთან, რომელთანაც მოკლე, მაგრამ ვნებიანი რომანი ჰქონდა. შონთან დაშორებას სკარლეტი ძალიან განიცდიდა, სარეკლამო აგენტი ნეითი კი ზუსტად მაშინ გამოჩნდა, როდესაც მსახიობს გამხნევება და ყურადღების გადატანა სჭირდებოდა. მან შეძლო სკარლეტის სახეზე ღიმილის დაბრუნება.

მალევე ნეითმა და სკარლეტმა ერთად ცხოვრება დაიწყეს. ჰოლივუდში მათ ნიშნობასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ.

პირველი სკანდალი წყვილის ურთიერთობაში მაშინ მოხდა, როდესაც იოჰანსონი ყოფილ საყვარელთან, ჟერარდ ლეტოსთან შეამჩნიეს, თუმცა ვარსკვლავის პრესსამსახურმა ყველაფერი უარყო. ახლა კი მათ ურთიერთობას მართლაც დაესვა წერტილი.

"მათი ურთიერთობა დასრულდა და თან ისე, რომ არ მგონია მეგობრებად დარჩნენ", - აცხადებს წყარო.

ამ თემასთან დაკავშირებით სკარლეტ იოჰანსონს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მომზადებულია Daily mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება