ლედი გაგა და მადონა ქართველი დიჯეის მოსასმენად დადიან

ლედი გაგა და მადონა ქართველი დიჯეის მოსასმენად დადიან

ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილ ღამის კლუბში მისი მუსიკის მოსასმენად ათასობით ადამიანი იყრის თავს. ამ კლუბის ხშირი სტუმარი გახლდნენ მადონა და ლედი გაგა. მუსიკა, სათანადო განათება, გართობა და "თუხთუხი" - "ვებსტერჰოლში" თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც ღამის კლუბში უნდა იყოს, მაგრამ ერთი უჩვეულო შტრიხი უმალ იპყრობს ყურადღებას: "დიჯეის" პულტთან, ამერიკის დროშასთან ერთად, საქართველოს დროშაც ფრიალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ქართველი დიჯეი უკრავს.

დიჯეი ნიკას ამერიკელი პუბლიკა კარგად იცნობს. თვითნასწავლი მუსიკოსის დებიუტი ნიუ-იორკის ყველაზე ძველ და ლეგენდარულ კლუბში შედგა...

ნიკა გელაშვილი, მუსიკოსი და დიჯეი: - "სკოლას ვამთავრებდი, როცა პირველად სცენაზე გავედი და ვიმღერე. ჩემი დებიუტი სკოლაში შედგა. იმ დროს ჰიპ-ჰოპი მომწონდა. შემდეგ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე, სერიოზულად მომეკიდა ხელი ამ საქმისთვის და გამოვუშვით ალბომები, გადავიღეთ რამდენიმე კლიპი. კარგი დრო იყო... ბევრი გამოსვლა გვქონდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. იმ დროს რეპი, ის-ის იყო, ვითარდებოდა ჩვენში და მსმენელიც აქტიურად მოგვყვებოდა.

- ამერიკაში როდის წახვედი?

- 21 წლის ვიყავი... ამერიკაში მამაჩემი მელოდებოდა. როგორც ყველას, მეც მეგონა, რომ იქ რომ ჩავიდოდი, ყველა ჩემი ოცნება ასრულდებოდა, მაგრამ ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება. მიზნის მისაღწევად ძალიან რთული გზა გავიარე. დღე-ღამეში, სულ ცოტა, 17 საათს ვმუშაობდი, თან ვსწავლობდი. ჩემი შვილი ლილუ ამერიკაში დაიბადა. მეუღლე ქართველი მყავს და ძალიან მიდგას გვერდში; ის, ამავდროულად, ჩემი მენეჯერიც გახლავთ.

ამერიკაში ჩასვლისას ვფიქრობდი, რომ ისევ ჰიპ-ჰოპის შესრულებას გავაგრძელებდი, თუმცა ჩემს ცხოვრებაში მოხდა ის, რასაც ამდენი წელი ველოდი: ვიპოვე ის, რისთვისაც დავბადებულვარ - ელექტრონული საცეკვაო მუსიკა.

თავიდან პრომოუტერად ვმუშაობდი სხვადასხვა კლუბში: ვაწყობდი საღამოებს, ვიწვევდი დიჯეებს და პროდიუსერებს. შემდეგ თვითონაც დავინტერესდი ამ მუსიკალური მიმდინარეობით. 2009 წლის ნოემბერში გავხდი დიჯეი და პროდიუსერი. ვქმნი კომპოზიციებსაც, რომლებიც ონლაინ მაღაზიებში იყიდება. რამდენიმე დღის წინ ერთ მსხვილ კომპანიასთან ხელი მოვაწერე კონტრაქტს, რომელიც გამოუშვებს ჩემს ორიგინალურ მიქსებს ცხრა სხვა ცნობილი მუსიკოსის რემიქსებთან ერთად.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება