ობამასა და რომნის მორიგი დებატები ფრედ დასრულდა

ობამასა და რომნის მორიგი დებატები ფრედ დასრულდა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და "რესპუბლიკელთა" კანდიდატი მიტ რომნი ერთმანეთს მორიგ სატელივიზიო დებატებში დაუპირისპირდნენ. პირველი რაუნდისგან განსხვავებით, სადაც რომნიმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად გამოკითხულთა ხმები თითქმის თანაბრად გადანაწილდა, თუმცა ექსპერტებმა და მაყურებლებმა ერთხმად აღნიშნეს რომ ობამას გამოსვლა პირველ რაუნდთან შედარებით ბევრად უფრო დამაჯერებელი იყო.

კანდიდატებმა ძირითადად ეკონომიკასა და უმუშევრობაზე იმსჯელეს. ობამამ რომნის მისი სკანდალური ფრაზა გაუხსენა ამომრჩეველთა 47 %-ზე და განაცხადა რომ რომნი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მხოლოდ მდიდართა ინტერესებს დაიცავდა. ამის საპასუხოდ რომნიმ ობამას ქვეყნის უზარმაზარ საგარეო ვალზე და უმუშევრობის დრამატულად მზარდ ტემპებზე მიუთითა. აღსანიშნავი იყო ასევე რომნის მოკლე მონოლოგი იმის თაობაზე, თუ რას გააკეთებდა იგი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში: "თუ მე ამირჩევენ პრეზიდენტად, მე ავამუშავებ ამერიკას. მე შევძლებ აღვადგინო დაბალანსებული ბიუჯეტი. შევძლებ იმას, რაც პრეზიდენტმა ობამამ ვერ შეძლო. მე ვუზრუნველყოფ ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების რეფორმების გატარებას, რათა შევუნარჩუნოთ ისინი მომავალ თაობებს. პრეზიდენტი ამასაც დაგპირდათ, მაგრამ არ გააკეთა. მე შევძლებ გავზარდო შემოსავლები. მე შევძელი ეს როგორც გუბერნატორმა, და ეს მეტყველებს იმაზე, რომ შევძლებ ეს გავაკეთო როგორც პრეზიდენტმა".

ობამა და რომნი წინ კიდევ ერთი დებატები ელით, საპრეზიდენტო არჩევნები კი 6 ნოემბერს გაიმართება.

რაც შეეხება ობამას მიერ ნახსენებ რომნის სკანდალურ ფრაზას 47 %-ის შესახებ, ლაპარაკია არჩევნების წინა პერიოდში გამოქვეყნებულ რომნის ფარულ ჩანაწერზე, სადაც ის აცხადებს რომ ქვეყნის 47 პროცენტი აუცილებლად ობამას მისცემს ხმას, რადგან მათ არ გააჩნიათ შემოსავალი, არ გააჩნიათ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და ფაქტობრივად, სახელმწიფოს "კისერზე სხედან".

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა