კამერონ დიასი ტუალეტს ხეხავს

კამერონ დიასი ტუალეტს ხეხავს

ცნობილი მსახიობი, კამერონ დიასი, რომელიც ერთი ფილმით დაახლოებით 20 მლნ დოლარს შოულობს, საკუთარ საპირფარეშოს თავად ასუფთავებს. ვარსკვლავი ირწმუნება, რომ მიუხედავად დიდი ქონებისა, ის მაინც მყარად დგას მიწაზე.

"როდესაც რაღაც საქმეა გასაკეთებელი, უბრალოდ, მივდივარ და ვაკეთებ. მე თავად ვასუფთავებ საკუთარ ტუალეტს და თქვენ წარმოიდგინეთ, საუკეთესო გამწმენდი საშუალებები მაქვს", - განაცხადა კამერონ დიასმა.

მსახიობი ყოველთვის ამბობდა, რომ ხმაურიანი წვეულებები და ნარკოტიკები მისთვის მიმზიდველი და საინტერესო არასდროს ყოფილა.

"ცხოვრებისგან იმაზე გაცილებით მეტი მინდა, ვიდრე სმა და ნარკოტიკების მიღებაა", - განაცხადა ვარსკვლავმა.

მომზადებულია Esquire magazine-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება