აგენტი 007 ჰომოსექსუალია

აგენტი 007 ჰომოსექსუალია

სუპერაგენტ 007-ზე გადაღებულ ახალ ფილმში ჯეიმს ბონდი ჰომოსექსუალია. ამაში მაყურებელი ფილმის პრემიერაზე დარწმუნდა. დენიელ კრეიგის გმირს ორაზროვანი სცენა აქვს ხავიერ ბარდემის გმირთან. ეს უკანასკნელი ბოროტმოქმედი სილვას როლს ასრულებს. ამ სცენაში მას ბონდი მძევლად ჰყავს აყვანილი, ნელა ხსნის მის პერანგს და ფრთხილად ეხება მის კუნთებს, რის გამოც ჯეიმს ბონდი თრთოლვას იწყებს.

"მისი სექსუალური მისწრაფებები ინტრიგის ნაწილია. ეს არის თამაშის პირობაც - ამ პერსონაჟმა საკუთარი ორიენტაციის გამო ყველა უნდა ანერვიულოს. ეს ბოროტმოქმედს უპირატესობას ანიჭებს, ვინაიდან ჯეიმს ბონდმაც კი არ იცის, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს", - საუბრობს თავის გმირზე ხავიერ ბარდემი.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი დენიელ კრეიგმაც გააკეთა. მისი თქმით, სცენაში ბევრი ფლირტია, თუმცა მაყურებელმა თავად უნდა გადაწყვტოს, 007 გეია, თუ არა.

მომზადბეულია Huffingtonpost-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება