მეგან ფოქსს ბიჭი შეეძინა

მეგან ფოქსს ბიჭი შეეძინა

ცნობილ მსახიობს, მეგან ფოქსს ბიჭი შეეძინა. ფოქსისა და მისი მეუღლის, ბრაიან ოსტინ გრინისთვის ეს პირველი შვილია. როგორც E! Online-ი იუწყება, წყვილს შვილი ჯერ კიდევ გასულ თვეს შეეძინა, თუმცა ამ ფაქტს დღემდე მალავდნენ.

26 წლის მეგან ფოქსი ბრაიანს ცოლად 2010 წელს გაჰყვა. ისინი მალავდნენ ამბავს ორსულობის შესახებაც. მსახიობის ფეხმძიმობა მხოლოდ მაშინ დადასტურდა, როდესაც პაპარაცებმა ორსული მეგანის ფოტოები მოიპოვეს.

სავარაუდოდ მეგან ფოქსი ერთ შვილზე არ შეჩერდება. მსახიობმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მინიმუმ 2-3 შვილის ყოლა სურს. ბავშვის გაჩენის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად წყვილს ჯერ არ დაუდასტურებია. ბრაიან ოსტინ გრინს უკვე ყავს ერთი შვილი, 10 წლის კასიუსი.

მომზადებულია E! Online-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება